თბილისში, ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას მოყვა.

დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო დახმარებამ გერმანულ ჰოსპიტალსა და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც გერმანულ ჰოსპიტალში მკურნალობს, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას კონტაქტური იყო, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts