მენინგიტის შემთხვევა თბილისის სკოლაში – ავადმყოფობა მეოთხეკლასელს დაუფიქსირდა

მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ავრცელებს.

ამის გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. სასწავლო პროცესს უკვე რამდენიმე დღეა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მშობლები დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ.

ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

„სამწუხაროდ მენინგიტის ფაქტი დადასტურდა სკოლაში. მე-4 კლასელს დაუფიქსირდა. სკოლამ ყველა საჭირო ზომა მიიღო, იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. მხოლოდდამხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და ამ ბავშვის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი

primetime.ge

Related posts