პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი - თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა
4 წუთის წინ

გიორგი ბოტკოველი - თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა

თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობა.

„ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი დღე ახალ-ახალი რეპრესიებით თენდება. ვხედავთ დაკავებულ ადამიანებს, ყოველდღიურად ვხედავთ ახალ-ახალ მიღებულ კანონებს, რომელიც პირდაპირ რეპრესიებისა და დიქტატურისკენ არის მიმართული. ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ან მე, ან რომელიმეს პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა. ყველამ საკუთარი პოლიტიკური ეგო უნდა გადადოს გვერდზე და ერთი მთავარი მიზნისკენ ვკონცენტრირდეთ. არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგისკენ, არამედ მთავარი მიზნისკენ და დღის წესრიგისკენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები