H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა უკვე გამოვლინდა

H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, A ტიპის ვირუსის გარდა ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რაც შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით ხასიათდება.

A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა.

ორივე შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა. პაციენტები უკვე გამოჯანმრთელდნენ.

primetime.ge

Related posts