თბილისში 12 წლის გოგონას შუახნის კაცი აედევნა

თბილისში, ერთ-ერთ უბანში შუახნის მამაკაცი 12 წლის გოგოს აედევნა. „პრაიმტაიმს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ მოძალადეს  მოზარდი ხელიდან დაუსხლტა და სახლისკენ გაიქცა.

შეშინებული ბავშვი სახლში მივიდა და მომხდარის შესახებ ოჯახს უამბო.

„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ მამამ ვიდეოკამერების მეშვეობით მომხდარი ფაქტი თავისი თვალით ნახა.

მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. პოლიცია დაახლოებით, 60-წლამდე მამაკაცს ეძებს.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts