თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, 30 წლამდე ქალი ცივი იარაღით არის დაჭრილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებს საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

primetime.ge

Related posts