ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა დღეს 16:00 საათზე დაიწყო. საქმეს განიხილავს ოკუპირებული ახალგორის სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.  პროცესი ცოტახნის წინ დასრულდა ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. ექიმის ინტერესებს კი ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

 

Related posts