ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში – რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მათივე ცნობით სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზიდან გადავიდა და მანქანა ამოტრიალდა “თრიალეთის” ინფორმაციით დაღუპული ბავშვის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ავტომანქანაში სამი მგზავრი იყო რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.

Related posts