„ბასიანთან“ დაჭრილ ორ ადამიანს ოპერაცია ჩაუტარდა

კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც, ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმატოლოგმა სულხან სამხარაძემ განაცხადა, ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო ერთ დაშავებული უკვე გაწერეს საავადყოფოდან.

„კლინიკაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი შემოიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. იყო ქვედა კიდურების ჭრილობები, ერთ პაციენტთან ზურგის მიდამოს ჭრილობა. ორი პაციენტი რჩება სტაციონარში დაკვირვების ქვეშ, მათ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევები“, – განაცხადა ექიმმა.

დღეს, გამთენიისას კლუბ „ბასიანთან“ სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

primetime.ge

Related posts