თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მე-14 სართულიდან გადმოხტა

ახალგაზრდა მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოხტა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლევან ტაბიძე წერს, მისი ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, საბურთალოზე, სააკაძის მოედანთან მოხდა. მამაკაცი მე-14 სართულიდან გადმოხტა.

„კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკლელობით როდემდე უნდა ვუყუროთ ამას! რამდენი ალბათ ზღვარზეა და როდის გაუბედურდება არ ვიცით  გააუქმეთ ეს სიკვდილის საწარმოები (კაზინოები) ისეთი საშინელი სურათია ადგილზე ამას ვერ დავდებ აქ”-წერს ტაბიძე სოც.ქსელში.

ინფო რუსთავს შსს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

inforustavi.ge

Related posts