სად წავიღოთ ნაძვის ხე დღესასწაულების შემდეგ – 4 რჩევა

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, ახალი წლის მთავარი სიმბოლო ჯერ კიდევ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს და ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას.

შექმენით ნატურალური საპონი

თუ ხე კარგად გახმა, სჯობს თავიდან ტოტებს წყალი გადავავლოთ და შემდეგ კარგად გავხეხოთ ბლენდერში ან ყავის საფქვავში. შემდეგ ჩვეულებრივი ან ბავშვის საპონი  დაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში და 100 გრამი ნაძვის ხის წიწვი. დნობის პროცესში კარგად მოურიეთ, სანამ ძირი არ დაიწყებს გამკვრივებას. შემდეგ გადმოღვარეთ მასა და გააჩერეთ რამდენიმე საათი.

გამოიყენეთ ცხელ აბაზანში

ნაძვისა და ფიჭვის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ამშვიდებს, არბილებს კანს და გიცავთ გაციებისგან. წიწვების დამატება ასევე შეგიძლიათ შეურიოთ აბაზანის მარილებს ან თბილ წყალს. კიდევ ერთი მეთოდი – ფიჭვის წიწვების 500 გრ აადუღეთ წყალში, დააცადეთ 30 წუთი და შემდეგ ჩაასხით ავსებულ  აბაზანაში.

მცენარეში არსებული ვიტამინები C,E და B სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

გაამდიდრეთ ნიადაგი

ნაძვის წიწვები საუკეთესოა ნიადაგის გასამდიდრებლად. მას შემდეგ რაც მიწას მოაყრით მცენარეს, ამით გაათავისუფლებს ნიადაგს სარეველების და პარაზიტებისგან.

დარგით ტყეში

ეს ვარიანტი იმ შემთხვევაში იქნება კარგი, თუ თქვენ პატარა ნაძვის ხე იყიდეთ ქოთანში. როგორც წესი, ასეთი ნაძვის ხეები სწორედ ამისათვის არის განკუთვნილი, ამიტომ დღესასწაულების შემდეგ, ყველაფერი იწყება. გაზაფხულამდე კარგი იქნება თუ მოუვლით და წლის ბოლოს უფრო გაზრდილი დაგხვდებათ.

primetime.ge

Related posts