პოლიტიკა

ჯინ შაჰინი - გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა - აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება
39 წუთის წინ

ჯინ შაჰინი - გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა - აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა - აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯინ შაჰინის განცხადებით, „უკრაინა ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც კრემლი მეზობლების კონტროლის და მათი პოლიტიკური კურსის განსაზღვრის მიზნით იძულების მეთოდებს იყენებს“.

„გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა“, - განაცხადა ამარიკელმა სენატორმა.

მისი თქმით, „აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება“.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები