შსს-მ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი – 1984 წელს დაბადებული მ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარ შეთანხმებით, გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ადგილზე დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Related posts