გორის მუნიციპალიტეტში მოსული ნალექის გამო დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები

გორის მუნიციპალიტეტში მოსული ნალექის გამო დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები. მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი საავტომობილო გზებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით ტექნიკური მარილის დაყრის შემდეგ თოვლისა და ყინულის საფარისგან იწმინდება ტროტუარებიც.

Related posts