პოლიტიკა

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
46 წამის წინ

უწყება სიცრუეს უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული ექს-პრემიერი პენიტენციური დაწესებულებიდან შვილის დაბადების დღეზე გაიყვანეს.

„ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია.

აღნიშნული ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მორიგი სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“- ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები