ირაკლი კობახიძე: 200 ნაცის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს

200 ნაცის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს მარტივი რეალობაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პირადად იგი მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. „სხვადასხვა მიზეზის გამო, ახლა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, მას გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Related posts