,,კასპის მერის თანამდებობა მაჟორიტარ დეპუტატთან დაპირისპირებას შეეწირა”

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ მერებაშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლას გამოხმაურებები მოყვა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ნონიაშვილი ამბობს, რომ მანუჩარ მერებაშვილის თანამდებობა პარლამენტში კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან დაპირისპირებას შეეწირა.

​,,მეზურნიშვილის კლანში ვერ ხვდებოდა მანუჩარი, და ის არ არ ასრულებდა სუს-ის დავალებებს. წინ არჩევნები გვაქვს და შესაბამისად სჭირდებათ მათ ისეთი მონა მერი, რომელიც ყველა დავალებას უპირობოდ შეასრულებს და ამ ყველაფერს შეეწირა მანუჩარი და ამიტომ დატოვა თანამდებობა” – ამბობს ნონიაშვილი.

ოპოზიციის წარმომადგენელის გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თანამდებობიდან პირადი განცხადებით წავიდა და არანაირი შიდა დაპირისპირება მეზურნიშვილთან არ ქონია.

,,ირაკლის თავის საქმე აქვს ეწევა კანონშემოქმედებით საქმიანობას, მე ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვიყავი, როგორც მუნიციპალიტეტის მერი პასუხისმგებელი. რაც შეეხება თანამდებობიდან წასვლის მიზეზს მე მქონდა კერძო სექტორიდან შემოთავაზება და ვთხოვე პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დამეტოვა მერის თანამდებობა მათ მთხოვეს რომ მოგვიანებით მიმიღე ეს გადაწყვეტილება. დღევანდელი მდგომარეობით ყველა პროექტი მიმდინარეობს და დღეს შეთანხმების შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება”- აცხადებს კასპის ყოფილი მერი.

Related posts