საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

26-28 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

Related posts