საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. 

 

რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:

 

 

  • კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;

 

 

  • ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;

 

 

  • სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.

 

 

  • საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

Related posts