საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მე-11 გამოჯანმრთელებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პირი ახალგაზრდა მამაკაცია. მისი ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამჟამად სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

Related posts