კლინიკაში 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათთან მოთავსებული კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მისივე თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებულია 3 ახალშობილიც, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული, ორსული ქალბატონი, დაახლოებით, 22 კვირის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ჩვენ კლინიკაში 3 ახალშობილიცაა მოთავსებული, მათი მდგომარება მძიმეა, თუმცა, მართვადი.

ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მოგეხსენებათ, არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ ნევნატოლოგების და რეანემატოლოგების დახმარება. ვინაიდან ჩვენ ქვეყანში მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, აქედან გამომდინარე, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ ახალშობილებს კორონავირუსის გამოსარიცხად ტესტირება ჩაუტარდებათ, ვინაიდან ისინი წითელი ზონიდან არიან გადმოყვანილი.

Related posts