იტალიაში კორონავირუსით კიდევ 756 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 756 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 779 შეადგინა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

5 217-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. დღეისათვის ქვეყანაში Covid 19-ის 97 689 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 13 030 პაციენტი.

Related posts