პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - საქართველოში 400-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება - ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“
20 წუთის წინ

ირაკლი კობახიძე - საქართველოში 400-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება - ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“

საქართველოში 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება - ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება.

„რეალურად კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა. ჩვენთვის მთავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში როდესაც, მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ - სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.

რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე. სია გახდება ცნობილი როგორც კი სარჩელს შევიტანთ.

დღეს, საქართველოში 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ეხება სინამდვილეში სარჩელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები