21:00 საათიდან სასურსათო მაღაზიებიც დაიხურება

კარანტინის ფარგლებში, 21:00 საათიდან – 06:00 საათამდე სასურსათო მაღაზიების მუშაობაც იკრძალება.

რაც შეეხება აფთიაქების მუშაობას, როგორც “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ისინი ამ დროის განმავლობაში იმუშავებენ, მოქალაქეებს კი აფთიაქში მისვლა, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი მედიკამენტის ყიდვის შემთხვევაში შეეძლებათ.

გარდა ამისა, კარანტინის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილებზე ე.წ. კომენდანტის საათის გამო შემოღებული საათობრივი შეზღუდვები არ იმოქმედებს.

Related posts