მარნეულში კორონავირუსი კიდევ ორ ქალს დაუდასტურდა

 

 

საავადმყოფოში ეპიდემიოლოგების ჯგუფს ელოდებიან და დაინფიცირებულებს კლინიკაში გადაიყვანენ.

 

ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, ეს ორი ინფიცირებული პაციენტი არის თუ არა, მარნეულის პირველი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 108 შემთხვევა დადასტურდა.

Related posts