“აგარის შაქრის” კომბინატი, სავარაუდოდ, 2 თვეში ამოქმედდება

ორიოდე თვეში “აგარის შაქრის” კომბინატი ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინუსტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა კომბინატმა ქართული ბაზრის 50% შაქრით უზრუნველყოს.

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი რესურსით და მხოლოდ ამ ერთი წარმოების განახლებით, 50%-ით უზრუნველვყოთ ჩვენი ბაზარი შაქრით. ჩვენ ვიმუშავებთ ინვესტორებთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მზად ვართ, დავიწყოთ ამაზე მუშაობა ისე, რომ ორ თვეში ქარხანამ დაიწყოს მუშაობა, ყველაფერთან ერთად ეს ნიშნავს 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, უახლოეს დღეებში მე და ჩემი კოლეგა, ლევან დავითაშვილი ჩავალთ ხარხანაში და დავსახავთ გეგმებს, ასეთი მაგალითი იქნება ბევრი”, – განაცხადა თურნავამ.

Related posts