აღდგომის დღესასწაულის რიტუალი წელს მრევლის გარეშე ჩატარდება – რუსეთის საპატრიარქომ მრევლის გარეშე წირვის ჩატარების იდეა დაუშვა

მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ სააღდგომო მსახურება წელს მრევლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ რუსეთის წმინდა სინოდის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

 

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ თვითონ მსახურება არ გაუქმდება და თავად რიტუალი იესო ქრისტეს აღდგომის ტაძრიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

„თქვენ არ უღალატებთ ქრისტეს, თუ არ მოხვალთ ტაძარში. თქვენ უღალატებთ ქრისტეს, თუ თქვენს გამო ვინმე დაინფიცირდება“, – განმარტა მიტროპოლიტ ილარიონმა.

 

რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, ზუსტად როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული, წმინდა სინოდი იმსჯელებს.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.

Related posts