გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორში – ჭეჭელაშვილის განმარტება

სატრანსპორტო კომპანია ,,ბუქო 777″-ის დირექტორი, ზურაბ ჭეჭელაშვილი მგზავრობის საფასურის გაძვირების შესახებ საზოგადოებაში გავრცელბულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მგზავრობი საფასური მგზავრების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ზურაბ ჭეჭელაშვილს განსაკუთრებით იმ მგზავრების ბედი აწუხებს, ვინც საოკუპციო ხაზთან ცხოვრებენ. მისი ქმით, გორი მუნიციპალიტეტში ასეთი სოფელი ბევრია და მგზავრებიც დიდი რაოდენოობით გროვდება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ნაკლები მგზავრის გადაყვანის რეკომენდაციას მისცემენ, მისთვის გაუგებარია, როგორ მოემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს.
გორის მუნიიპალიტეტში სულ 3 სატრანსპორტო კომპანიაა. როგორც შიდა საქალაქო, ასევე მუნიციპლიტეტის სოფლების მიმართულებით კი 300-მდე სამარშუტო ტაქსი გადაადგილდება.

Related posts