რა წესების დაცვა მოგიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა 29 მაისიდან აღდგება. რა წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობას მგზავრობისას:

 

  • მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება;
  • მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ისარგებლონ;
  • ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში უნდა იყოს გახსნილი ფანჯრები, კონდიციონერების გამოყენება აკრძალულია;
  • კვლავ აკრძალულია ტაქსით მგზავრობა პირბადის გარეშე. ამასთან, ერთ მანქანაში 2 მგზავრზე მეტი არ დაიშვება;

Related posts