განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გორის ჰოსპიტალს – გიორგი გახარია

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გორის ჰოსპიტალს, რომელიც საერთაშორისო შეფასებებითაც ქვეყანაში ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით იყო საუკეთესოდ მომზადებული და ორგანიზებული სამედიცინო დაწესებულება და ის ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებად რჩება დღესაც – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობა 4 800 ქართველ სამხედროს, რომლებმაც დისლოკაციის ადგილები დატოვეს და ეხმარებოდნენ ქვეყანას არა მხოლოდ როგორც უბრალოდ ბლოკ-პოსტების მენეჯმენტის ნაწილში, ეს იყო მაღალი კვალიფიკაციის ექიმები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Related posts