დღეს ამაღლებაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს უფ­ლის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს. დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მღვდელმთავ­რებ­თან და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 10:00 სა­ათ­ზე, და­ი­წყებს.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­დგო­მი­დან მე-40 დღეს, მე­ექ­ვსე კვი­რის ხუთ­შა­ბათს ზე­ი­მობს.

წმი­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქრის­ტე თა­ვის მო­წა­ფე­ებს აღ­დგო­მი­დან 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეცხა­დე­ბო­და და სა­სუ­ფევ­ლის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობ­და.

სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, აღ­დგო­მი­დან მე-40 დღეს მო­წა­ფე­ე­ბი გა­ლი­ლე­ი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში ერთ სახ­ლში შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც მათ მა­ცხო­ვა­რი გა­მო­ე­ცხა­დათ. იე­სომ შეკ­რე­ბილთ აღუთ­ქვა, რომ მალე მო­უვ­ლენ­და სუ­ლიწ­მი­დას და უბ­რძა­ნა, იე­რუ­სა­ლიმს არ წა­სუ­ლიყ­ვნენ. ქრის­ტემ შემ­დეგ ისი­ნი ბე­თა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნა და ელე­ო­ნის მთა­ზე ამაღ­ლდა. მა­ნამ­დე უფალ­მა შეკ­რე­ბილ­ნი აკურ­თხა. ვიდ­რე მო­წა­ფე­ე­ბი ცას შეჰ­ყუ­რებ­დნენ, თეთ­რად მო­სი­ლი ორი კაცი ეჩ­ვე­ნათ. მათ შეკ­რე­ბი­ლებს უთხრეს, რომ ასე­ვე იხი­ლავ­დნენ ზე­ცი­დან მო­მა­ვალ უფალს.

ამაღ­ლე­ბი­დან სულთმო­ფე­ნო­ბამ­დე და სულთმო­ფე­ნო­ბი­დან ყო­ველ­თა წმინ­და­თა კვი­რამ­დე (სულთმო­ფე­ნო­ბის შემ­დე­გი კვი­რა) იც­ვლე­ბა ლოც­ვე­ბის კი­თხვის წესი:

 

  • ლოც­ვებ­ში არ­სად აღარ იკი­თხე­ბა, მო­მა­ვა­ლი წლის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე, ტრო­პა­რი “ქრის­ტე აღ­დგა…”.
  • სულთმო­ფე­ნო­ბი­დან ყო­ველ­თა წმინ­და­თა კვი­რამ­დე და­სა­წყი­სი ლოც­ვე­ბის კი­თხვას ვი­წყებთ პირ­და­პირ “წმი­დაო ღმერ­თო”-დან და მის შემ­დეგ – ჩვე­უ­ლებ­რივ. ყო­ველ­თა წმინ­და­თა კვი­რი­დან, მო­მა­ვა­ლი წლის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე, და­სა­წყის ლოც­ვებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თან­მიმ­დევ­რო­ბით ვკი­თხუ­ლობთ.
  • ნაც­ვლად “ღირს არსი”-სა იკი­თხე­ბა:ა) ამაღ­ლე­ბი­დან მის წარ­გზავ­ნამ­დე: (ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინა სა­ღა­მო­დან სულთმო­ფე­ნო­ბის წინა პა­რას­კევ დი­ლის ჩათ­ვლით) “ადი­დებს სული ჩემი ქუ­ე­ყა­ნით ზე­ცას ამაღ­ლე­ბულ­სა ქრის­ტე­სა ცხოვ­რე­ბის მომ­ცე­მელ­სა. ჰშევ, ქალ­წუ­ლო, მი­უ­წთო­მე­ლი ბუ­ნე­ბა­თა, უჟა­მოდ გა­მო­უთ­ქუ­მე­ლი, ამისთჳს უბი­წოო, ყო­ველ­ნი მორ­წმუ­ნე­ნი გა­დი­დე­ბენ შენ”.ბ) სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მის წარ­გზავ­ნამ­დე: “მო­ცი­ქულ­თა რა იხი­ლეს გარ­და­მოსლვა ნუ­გე­ში­ნის­მცე­მე­ლი­სა, და­უკ­ვირ­დათ, ვი­თარ სა­ხი­თა ცე­ცხლი­სა ენა­თა­თა გა­მოჩ­ნდა სუ­ლიწ­მი­დაჲ. გი­ხა­რო­დენ შენ, წმი­დაო დე­დუ­ფა­ლო, დე­და­თა დი­დე­ბაო, ქალ­წულ­თა თვა­ლო, რა­მე­თუ მე­ტყუ­ე­ლე­ბად ვერ შემ­ძლე­ბელ ვართ ღირ­სად ქე­ბა­სა შო­ბი­სა შე­ნი­სა­სა, ამისთჳს სარ­წმუ­ნო­ე­ბით გა­დი­დებთ შენ”.

Related posts