72,175 უმუშევარს 200 ლარიანი დახმარება უკვე ჩაერიცხა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უმუშევრობის ყოველთვიური კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით დღეის მდგომარეობით, უკვე 72,175 მოქალაქეს აქვს მიღებული. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩაირიცხა უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულების კომპენსაციაც 300 ლარის ოდენობით. ამ დახმარების ბენეფიციარი კი 52,151 ადამიანი გახდა.

“დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ, 72,175-მა ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღება. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხები უკვე ჩაერიცხა. 52,151-მა თვითდასაქმებულმა მიიღო 300 ლარის დახმარება. 194,791-მა მოქალაქემ, 65,000-მდე 100,000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებმა სოციალური დახმარება უკვე მიიღეს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

Related posts