პოლიტიკა

მზია ამაღლობელის ძმა - მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს - მითხრა: „ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“
2 წუთის წინ

მზია ამაღლობელის ძმა - მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს - მითხრა: „ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“

[მზიას შეწყალებაზე] საერთოდ არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც მან მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, მზია ამაღლობელი თავს მხნედ გრძნობს და შემართებითაა.

„არაფერი უთქვამთ [შეწყალებასთან დაკავშირებით] არც გუშინ. არავითარი ინფორმაცია არ აქვს საერთოდ. მოლოდინიც არ აქვს. თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის. როგორც მას არ აქვს ინფორმაცია, ისე არ გვაქვს ჩვენც.

თქვა, რომ „ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“, მანამდე არავითარი მოლოდინი არ აქვს.

ჩვენ, ყოველ შემთხვევაში დაველოდებით. მზია თუ არა შესაძლოა სხვა პატიმარი გამოვიდეს“,- განაცხადა მალხაზ ამაღლობელმა.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები