პოლიტიკა

ევროპარლამენტს სთავაზობენ 2000-მდე ქართველი ჩინოვნიკისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების წინადადებას
38 წუთის წინ

ევროპარლამენტს სთავაზობენ 2000-მდე ქართველი ჩინოვნიკისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების წინადადებას

რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს მოუწოდა, ჩამოართვას 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამის შესახებ ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფრაქციის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნაჩო სანჩეს ამორმა. მას შემდეგ, რაც კოლეგებთან ერთად საქართველოდან დაბრუნდა.

ამის მისაღწევად, ისინი სთავაზობენ გამოყენებას ევროპარლამენტის მიერ 7 ოქტომბერს მიღებული ახალი მექანიზმისა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, იტყობინება DW.

სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მხოლოდ ასამდე მაღალი თანამდებობის პირისთვის, “არაფრისმომცემი კოსმეტიკური ღონისძიება“ იქნება.

“არა, არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჩვენი სურვილია, მივიტანოთ ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე. რადგან მივიღეთ ეს მექანიზმი, ის ეფექტური უნდა იყოს, ამისთვის კი მათი რაოდენობა უნდა იყოს არსებითი”, – თქვა მან.

ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ მისი კოლეგების უმრავლესობა ინიციატივას მხარს დაუჭერდა, რათა ბიძგი მისცეს ქართულ ელიტაში განწყობის ცვლილებას და შეჩერდეს დემოკრატიის უკუსვლა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები