რა შეუძლია ცოლს – ჰარმონიული ურთიერთობის 6 წესი

გამოცდილი ადამიანები ფიქრობენ, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ქალს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ქმარზე და ურთიერთობაშიც ბევრი რამის შეცვლა ძალუძს.
გთავაზობთ 6 წესს ჰარმონიული ცხოვრებისთვის:
  1. თუ ქალი ყოველთვის აქცევს ყურადღებას ქმრის დადებით თვისებებს და აქცენტს აკეთებს მათზე, ეს თვისებები აუცილებლად განვითარდება და სრულყოფილიც გახდება. თუნდაც ეს თვისებები იშვიათი გამოვლინება იყოს, დროდადრო ისინი უფრო გახშირდება და სისტემატურ ხასიათსაც მიიღებს.
  2. თუ ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას ამჟღავნებს, სხვებსაც იგივე განწყობა უჩნდებათ მის მიმართ. მეგობრებისა და გარშემომყოფთა თვალში მეტი დაფასება აქვთ.
  3. თუ ცოლი გულწრფელია თავის რჩეულთან, ურთიერთობაში ყველაფერს თავის სახელს არქმევს და გახსნილად შეუძლია ქმართან საუბარი, ისიც იგივეთი უპასუხებს.
  4. რას უფრო ხშირად გამოხატავს ქალი ქმრის მიმართ სიყვარულსა და სითბოს, ის მეტ მიზეზს ეძებს, რომ გაახაროს და გააბედნიეროს თავისი რჩეული.აზრთა სხვადასხვაობის დრო თუ ქალი ხშირად გაიმეორებს ფრაზას, “როგორც შენ გინდა”, ყველაფერი ძირითადად ისე მოხდება, როგორც ქალს უნდა.
  5. საწოლში მიღწეული ჰარმონია აუცილებლად დაალაგებს ყოველდღიურ ცხოვრებასაც. თუ წყვილს შორის ინტიმურ საკითხში ნამდვილი ნდობა გაჩნ

    და, ქმარი ცოლის სიამოვნებისთვის არაფერს დაიშურებს.

  6. თუ ქალი სიყვარულით უძღვება ოჯახს, როგორც წესი, ეს მუხტი ქმარზეც გადადის და ყველაფერში მხარში უდგას ცოლს.
ქალის ემოციები და დამოკიდებებულებები წამყვანია ოჯახურ ურთიერთობებში და მამაკაცი მათი გავლენის ქვეშ უფრო ხშირად ექცევა.

Related posts