მარწყვის ნამცხვარი მაწვნით, რომლის მოსამზადებლადაც მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 2 ც
  • შაქარი – 150 გ (+2 სკ თავზე მოსაყრელად)
  • ვანილი
  • ლიმონის წვენი – 2 სკ
  • კეფირი ან მაწონი – 250 მლ
  • კარაქი – 90 გ
  • ფქვილი – 250 გ
  • გამაფხვიერებელი – 2 ჩკ
  • სასურველი კენკრა – 350 გ

 

მომზადების წესები

კვერცხს დაუმატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ, შედეგ დაუმატეთ ვანილი, ლიმონის წვენი, კეფირი (ან მაწონი), გამდნარი კარაქი და კვლავ გათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ ფორმაში, თავზე დაჭრილი კენკრა მოაყარეთ (ჟოლო, მარწყვი…) და შაქარი მოაფრქვიეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Related posts