პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს
33 წუთის წინ

მაკა ბოჭორიშვილი - ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს

არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის კეთილსინდისიერად აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ და ეს არის სრულიად ამ ხელისუფლების დამსახურება, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შენგენის ზონაში. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ფანტაზიებს არ აქვს საზღვარი. ძალიან ბევრი საკითხის მიბმა და დაკავშირება ხდება ამ საკითხთან. ჩვენ ვნახეთ ერთგვარი მცდელობები, რომ თავად ევროკავშირის პროცედურებში შესულიყო გარკვეული გამარტივებული წესები იმისთვის, რომ უფრო მარტივად მომხდარიყო უვიზო რეჟიმის შეჩერება. ერთგვარად, სხვა აქტუალური თემა არ დგას დღეს ევროკავშირში და შეგვიძლია, დავუკავშიროთ საქართველოს საკითხს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვეული პროცედურები, მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის; უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საფუძვლები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ დამატებით საქართველოს მოეთხოვა გარკვეული ანგარიშზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, მიაწოდა ევროკავშირის მხარეს.

სრულად: 

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები