მეჯვრისხევის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში- ადგილობრივებს 10 დღეზე მეტია, რაც სასმელი წყალი არ მიეწოდება, კომუნალურ გადასახადებს კი პანდმიის პირობებშიც იხდიდნენ, ანუ მაშინ, როდესაც გადასახდს მთავრობა ანაზღაურებდა. მეჯვრისხევის მოსახელობას წყლის ასავსებად კილომეტრებს გავლა უხდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმათეს თუმცა მათი პრობლემა კცლავ მოუგვარებელია. აქციაზე შეკრებილებს სოფელ მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა რომ მეჯვრისხევში წყლის პრობლემა სამუშაობმა გამოიწვია, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის და სოფლის წყლით მომარაგებას ითვალისწინებს, სასმელი წყლის პრობლემა კი სოფელში კი უახლოეს დღეებში მოგვარდება. აქციაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებსა და სამუშაოების მწარმოებელ კომპანას ელოდებიან. მეჯვირსხევის მოსახლება ამბობს, რომ თუ პრობლემა მოკლე ვადებში არა მოგვარდება, იძულებულნი იქნებიან სოფელში წყლის სისტემა მოშალონ.

Related posts