გორის მერი მეჯვრისხევში აქციის მონაწილეებს შეხვდა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პირველ მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად, მეჯვრისხევში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები სასმელი წყლის უქონლობას აპროტესტებენ.

ამ ეტაპზე სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

კონსტანტინე თავზარაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ პროექტი მიმდინარე წელს სრულდება, რის შემდეგაც სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება.

მეჯვრისხევის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

Related posts