განგაში თბილისის ცენტრში! – ჩამოინგრა ავარიული სახლის ნაწილი

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით ამ წუთებში თბილისში, გოგოლის ქუჩაზე საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. განგაში ქუჩაზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ძველმა საცხოვრებელმა სახლმა ნგრევა დაიწყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაშავებულები.

ირკვევა, რომ სახლი საუკუნეზე მეტი ხნის არის და ავარიულია.

როგორც ადგილობრივები ყვებიან. საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის იატაკი ჩაინგრა. ასაკოვანი ქალბატონი სერიოზულ დაზიანებებს შემთხვევით გადაურჩა.

Related posts