პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი - გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ
7 წუთის წინ

ტატა ხვედელიანი - გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ

გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ - ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება და „ქართული ოცნება“ მზადაა ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, დევნოს თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი, გიორგი გახარია.

„ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. ვნახავთ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც იქნება წამოსული გიორგი გახარიას მიმართ. ეს არის რეალობა, რომელსაც ქმნის „ოცნება". ის პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს.

ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, როგორ იცავდნენ და როგორ ამაყობდნენ გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯებით სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. შემდეგ აღარ დასჭირდათ, დისკომფორტი შეექმნათ გახარიასგან. დღესდღეობით ერთადერთი, ვინც ებრძვის „ოცნებას“, არის გიორგი გახარია და მისი გუნდი მაშინ, როდესაც „ოცნება“ იყენებს „ნაცებს“ ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ხვედელიანმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები