ვალის გამო, სამი შვილის მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

,,პრაიმტაიმის,, ინფორმაციით43 წლის პაატა ნანავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი ესაუბრა, რომელიც მამაკაცის სიკვდილს ვალებს უკავშირებს.

ამბობს, რომ ყველაზე მეტად ემიგრანტი მეუღლის ერიდებოდა, რომელიც ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად იტალიაში შვიდი წლის წინ გაემგზავრა.

ახლა, პანდემიის გამო, ის მეუღლის დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის.

პაატა ნანავას სამი შვილი ჰყავდა. მას შემდეგ, რაც მეუღლე საზღვარგარეთ გაემგზავრა, ბავშვებზე მამა ზრუნავდა.

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

„გუშინ წინ, გამთენიისას დაახლოებით, 05:00 საათზე პაატამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამსახურში უნდა წასულიყო, სახლში მამა ეძებდა, კარი გარეთ გასახედად რომ გააღო, სადარბაზოში ეს საზარელი ფაქტი ნახა.
არა და, სულ სხვანაირი სულის ადამიანი იყო. მის საახლობლო წრეში, თუ ვინმეს პრობლემა ჰქონდა, პაატას მონასტერში მიჰყავდა ხოლმე. სასულიერო პირებთან მეგობრობდა.

ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ის პრობლემებს შეეწირებოდა. ადრე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო. ოჯახს ვალები ჰქონდა. თბილისში ქირით ცხოვრობდნენ.

ამის გამო, მისმა მეუღლემ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. მეძუძურმა დედამ თვეების ბავშვი დატოვა და წავიდა.

პაატა ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. ცდილობდა, ოჯახისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. თამაშზე უარი თქვა, სამსახური დაიწყო, დისტრიბუტორად მუშაობდა.

მისი ცოლი იტალიიდან პანდემიის გამო, ვერ მოდის. არც ფრენებია და არც პირობები რომ ქმარს გამოემშვიდობოს. მას დღეს, მარტყოფში დავკრძალავთ.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related posts