რა დაზიანებების აქვს გიორგი შაქარაშვილის ცხედარს – ექსპერტიზის პასუხი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი ცნობილია.

როგორც ირკვევა გიორგი შაქარაშვილს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts