გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს სამი დღეა ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავს, ატენის ხეობას, ქვახვრელს, და უფლისციხეს ელექტროენერგია სამი დღეა შეფერხებით მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია ,,თრიალეთს” ადგილობრივებმა მიაწოდეს როგორც ,,თრიალეთს,, ადგილობრივები უყვებიან დენის არქონის გამო მათ სასმელი წყალიც გრაფიკით მიეწოდებათ ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და პრობლემის დროულ მოგვარებას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სთხოვენ.

 

,,თრიალეთი,, დაუკავშირდა  „ენერგო-პრო ჯორჯიას“როგორც კომპანიაში  აცხადებენ მათთვის ცნობილია აღნიშნული პრობლემის შესახებ მათი განცხადებით  ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება დენის კაბელების დაზიანებამ გამოიწვია მათი თქმით შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

Related posts