საქართველოში 24 საათში COVID–19–ის ცხრა შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

13 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 857 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

Related posts