ყვარელში ნასვამი მძღოლი “ბირჟაზე” შევარდა – არის მსხვერპლი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ ნასვამი მძღოლი მართავდა ე.წ. ბირჟაზე შევარდა. შემთხვევა, გვიან, ღამით მოხდა.

გარდაცვლილია ქალი, რომელიც ინციდენტის დროს სკამზე იჯდა. დაშავებულია ორი პირი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი ნასვამი იყო. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

წყარო: ptn.ge

Related posts