„განმარტოებით მჯდარა, მოწყენილი…“ – რა შენიშნეს 17 წლის მოზარდს, ვიდრე მას გარდაცვლილს ნახავდნენ

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით არასრულწლოვანი, რომელმაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

17 წლის ზუკა ბეჟანიშვილი, საკუთარი სახლის სარდაფში თოკზე ნახეს.

ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს” უყვება, რომ არასრულწლოვანის თვითმკვლელობის მიზეზი არავინ იცის.

„გაოგნებულები ვართ ყველა, რატომ მოხდა ეს ამბავი, ჯერ არავინ იცის. გუშინ საბანაოდ ყოფილან ბიჭები. განმარტოებით მჯდარა, მოწყენილი. წუხელ სახლში არ მივიდა.

ყველგან ვეძებდით, ტყეშიც კი. ბოლოს სარდაფში ნახეს, თვითონ დაწნა თოკი, როგორც ჩანს. დედისერთაა, მამის გარეშე გაიზარდა. კარგი, მშვიდი ბავშვი იყო, ყველა თავზე ევლებოდა. რა დარდი ჰქონდა ასეთი, რომ ვერავის გაუზიარა. მეგობრები სწორედ მაგას ჩივიან, ყველა გვერდით დაუდგებოდა“,- ყვება ერთ- ერთი ადგილობრივი.

ახალგაზრდა საკუთარი სახლის სარდაფში, თოკზე დაკიდებული, ოჯახის წევრებმა, სოფელსა და მის შემოგარენში ძებნის შემდეგ იპოვეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

Related posts