მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოფილ და მოქმედ სამხედროებს უწყებრივი ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათასზე, რომელიც როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება.

>

კომისიური წესით განიხილება და ამ ადამიანებს აღნიშნული ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თრიალეთი TV