გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მონატრებულ მაყურებელს უბრუნდება

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში რეპეტიციები განახლდა. მსახიობებმა  უკვე დაიწყეს მზადება თეატრისმოყვარულებთან ღია სივცეში შესახვედრად.  გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური სცენა, სადაც თეატრალური წარმოდგენები გაიმართება,  გორის თეატრის ეზოში მოეწყობა.
ცნობისთვის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა მუშაობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მარტის თვიდან შეწყვიტა.

 

Related posts