პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნობა დაზიანებულ სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას და საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს, რათა გამოწვეული ზიანი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს.

რაჭაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც, განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ასევე წყალმა ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წაიღო.

Related posts